logo

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენცია

>ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მონაწილეობა მიიღო და მისასალმებელი სიტყვით წარსდგა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდღიან რეგიონალურ კონფერენციაზე, რომლის მიზანსაც პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. კონფერენცია განათლების ევროპული ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 6 ქვეყნის (უკრაინა, ბელარუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლოდვა, ყაზახეთი) 50-მდე დელეგატმა მიიღო.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ აუდიტორიას პროფესიული განათლების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საჭიროებები შესახებ ბიზნეს სექტორის ხედვა და სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების მიმართულებით ასოციაციის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. ყურადღება გაამახვილა წარმოებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების სფეროში პროფესიული განათლების მქონე ადამიანური რესურსის მნიშვნელობაზე და  აღნიშნა, რომ პროფესიული კადრების განვითარების საკითხი დამსაქმებელთა ასოციაციისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს.

კონფერენციის მსვლელობისას, თითოელი ქვეყნის მხრიდან, გაკეთდა პრეზენტაციები, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების კუთხით განხორცილებულ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების, მიღწეული შედეგებისა და პროგრესის გაზიარებას ისახავდა მიზნად. განისაზღვრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.