logo

აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ:              

              საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შრომის უსაფრთხოების  შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამა შეიმუშავა და საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტაცია გაიარა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრულია ჯანდაცვის  მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

            შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფი კომპანიები ვალდეული არიან, რომ  იქ დასაქმებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი ჰქონდეს აღნიშნული აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული საკითხი სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორისთვის.

            დამსაქმებელთა ასოციაციაში კურსები სისტემატურად გაიმართება და სერტიფიცირებით დაინტერესებულ  შრომის უსაფრხოების სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ აღნიშნული პროგრამა.

 

პროგრამის მიზანი:

 „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.

  

პროგრამის სწავლის შედეგები:

 მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

 

 

  

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

 

პროგრამა განკუთვნილია:

კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის,  ჟინრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.

  

პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია:

 პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

 

პროგრამის ხელმძღვანელები:

დავით ჩიჯავაძე

მაია გოგაშვილი

ზურაბ გარდაფხაძე

ნუგზარ მელაძე

გიორგი კობახიძე

  

პროგრამის მოდულები:


სწავლების
 ენაქართული 

  

პროგრამის დაწყების დრო:

 პროგრამა არის სამთვე-ნახევრიანი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და ჩატარდება  კვირაში 2-ჯერ, 17:30 – 21:30 სთ.

  

ჩატარების ადგილი:

 ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ.3 (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრი);

  

ფასები და პირობები:

კურსის გავლის ღირებულება 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის - 1062 ლარი დღგ-ს ჩათვლით

არაწევრი კომპანიებისთვის - 1298 ლარი დღგ-ს ჩათვლით

ფიზიკური პირებისთვის - 1100 ლარი

  

პროგრამის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული სერტიფიკატები.

 კურსზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში გადმოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსებული გადმოაგზავნეთ თქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მობ.: +995 597 18 66 44

ელ-ფოსტა: office@employer.ge; info@employer.ge.