logo

ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი - ციფრული ტრანსფორმაცია, როგორც შესაძლებლობა ბიზნესისთვის

ციფრული ტრანსფორმაცია
 
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია, როგორც შესაძლებლობა ბიზნესისთვის.“

პანდემიის დაწყებისთანავე ბიზნეს და სავაჭრო პროცესების ონლაინ რეჟიმში გადასვლის კვალდაკვალ დამსაქმებელთა ასოციაციამ არაერთი სერვისი შესთავაზა წევრ კომპანიებს სწრაფი და ეფექტური ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სემინარიც, რომელის ფარგლებშიც განიხილებოდა ციფრული ტრანსფორმაციის არსი, ბიზნეს პროდუქტიულობის ზრდა, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირების შესაძლებლობები.

სემინარს, რომელსაც 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, უძღვებოდნენ სანდრო კანდელაკი - ბიზნეს აქსელერატორი სპარკის გენერალური მენეჯერი - ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი და გოგა საათაშვილი - ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც სურთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის შექმნან თანამედროვე და ეფექტური საშუალებები.