logo

ასოციაციის წევრების მოწვევა ბიზნესფორუმზე ანკარაში

მხოლოდ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის!

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიების გიწვევთ ბიზნესფორუმზე ქ. ანკარაში 10-12 დეკემბერს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ბიზნეს სექტორებიდან - პროგრამულ უზრუნველყოფა, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ენერგეტიკა.

ბიზნესფორუმის მიზანია ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღმავება და ერთობლივი საქმიან ურთიერთობების განვითარება.

ბიზნესფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და  ვიზიტი ქარხნებში.

დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 6 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ღონისძიებაში თქვენი მონაწილეობის შესახებ.

 

შენიშვნა: დაინტერესებული კომპანიის 1 წარმომადგენლის ავიაბილეთისა და სასტუმროს ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ.