logo

ბექა ფერაძე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორის 200-მდე წარმომადგენელი შრომის ინსპექციის უფროსს ბექა ფერაძეს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

1-ელ მარტს ამოქმედებული ცვლილება კომპანიებს თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვას, ჯანდაცვის უწყების მიერ შეთავაზებული ფორმით ავალდებულებს. ბექა ფერაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალ საკანონმდებლო ნორმაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა.

შეხვედრას, რომელიც მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად,
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა.

ბიზნეს სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებით შეუძლიათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას წერილობით მიმართონ კონსულტაციისთვის.