logo

ბელორუსიის დელეგაცია ბიზნეს სექტორს შეხვდა

ბელორუსიის სახელმწოფო დელეგაციამ ბელორუსიის ვიცე-პრემიერის მიხეილ რუსის ხელმძღვანელობით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორთან საქართველო-ბელორუსიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე გაიჟერა, რომ იგეგმება საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს საბჭოს გეგმა, რომლის მიზანი იქნება ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება.
შეხვედრაზე ბელორუსიის დელეგაციის მხრიდან გაკეთა მოხსენებები შემდეგი თემების შესახებ:

• ბელორუსიის საექსპორტო პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო, მანქანათმშენებლობისა და საავტომობილო მიმართულებით;

• ბელორუსიის საინვესტიციო შესაძლებლობები კვების მრეწველობის მიმართულებით.

შეხვედრა საქართველოში ბელორუსიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო ბიზნეს კავშირების მხარდაჭერა.

ბელორუსიის მხრიდან წარმოდგენილ დელეგაციას, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს, წარმოადგენდნენ ბელორუსიის წამყვანი კომპანიები და მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროტნიკოვი. ხოლო საქართველოს მხრიდან შეხვედრას 60-მდე კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში.

ფოტო გალერია