logo

ბიზნეს სექტორი პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში ჩასართავად ემზადება

29 ივნისს, 12:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი ბიზნეს სექტორთან დისტანციურ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე გახსნის.

შეხვედრის მიზანია დამსაქმებელთა ასოციაციის  წევრი კომპანიების ინფორმირება პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება საგანმანანათლებლო დაწესებულებების გარდა შეუძლიათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნილ სტანდარტებს.

დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში გაკეთდება დეტალური პრეზენტაცია პროექტის შესახებ, რომლის მიზანია ბიზნესის აქტიური ჩართულობითა და მათ მიერ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება -გადამზადების პროგრამების შეთავაზებით ზრდასრული მოსახლეობის უნარების გა ნახლება და კომპეტენციების განვითარება.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია თემის ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან შეკითხვებზე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც მთავრობის აღიარებული სოციალური პარტნიორი მუდმივად ჩართულია განათლების სფეროში მიმდინარე, თუ დაგეგმილი რეფორმებისა და საკითხების განხილვაში და მუდმივად აწვდის ინფორმაციას ბიზნესს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროექტებისა და სხვა აქტივობების შესახებ. 

 

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

მობ.: 598 544 415

ელ-ფოსტა: pr@employer.ge