შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის გარფლებში ეკონომიკური ხედვის გაცნობა ბიზნესმენებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ადგილობრივი წარმოების როლი და ადგილი, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივები და მათი განხორციელების გზები.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რამაც საშუალება მისცა ბიზნეს სექტორს პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და მწარომოებელთა ფედერაცია სამომავლოდ გეგმავენ მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას სხვა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებთან მათი ეკონომიკური პროგრამების გაცნობის მიზნით.