logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან

25 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრას 100-მდე ბიზნეს კომპანია ესწრებოდა. ბიზნესმენებთან შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გახსნა.

ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებს გააცნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარე წელს განხორციელებული რეფორმები, ასევე საკანონმდებლო
ცვლილებები, მათ შორის, ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდები და პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ბიზნესისთვის ახალი ელექტრონული სერვისები შეიმუშავა.

განხორციელებული რეფორმების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა და მათთვის „სამართლიანი თამაშის წესების დადგენა.

შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ციკლის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში.

 

ფოტო გალერია