logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა საპარტნიორო ფონდთან

2017 წლის 25 იანვარს ბიზნეს სექტორი, კერძოდ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში.

შეხვედრა გახსნეს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ.

შეხვედრას ასევეესწრებოდნენ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია თურმავა, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და სტარტაპ საქართველოს ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის ინფორმირებას საპარტნიორო ფონდის და სტარტაპ საქართველოს მიერ მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ საპარტნიორო ფონდს გადასცა მადლობის სიგელი ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების დაწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ხოლო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიზანია ორგანიზება გაუკეთოს ბიზნეს სეტორისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდებას.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

 

ფოტო გალერია