logo

ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო

ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო

შეხვედრას „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალ რეგულაციებს შეეხება. ვახტანგ ლაშქარაძემ, ასევე ისაუბრა უწყებაში არსებულ სიახლეებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაიგეგმა თემატური შეხვედრა დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ჩატარდება.