logo

ბრიფინგი - ეკონომიკური ფორუმის შეფასება

2016 წლის 21 ივნისს ბიზნეს გართიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ გამართეს ბრიფინგი, რომელიც მიზნად ისახავდა 20 ივნისს გამართული ეკონომიკური ფორუმის შეფასებას.

განხცადებებში აღინიშნა, რომ ფორუმზე განიხილეს ის მიღწევები და პრობლემური საკითხები, რომლებიც არსებობს ბიზნეს გარემოში. უმთავრეს მიღწევებად დასახელდა ის ფაქტები, რომ მოხსნილია ბიზნესზე ზეწოლა, ტარდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევები, რომლებსაც ბიზნესმენები ითვალისწინებენ საქმიანობის დაგეგმვისას, სახელმწიფო პროგრამები ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, საარჩევნო წელიწადის მიუხედავად, ბიზნეს გარემოს სტაბილურობის შენარჩუნება.

პრობლემებს შორის ფორუმზე ბანკების ასოციაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს დავების განხილვის შენელებული პროცედურები, სავალუტო კურსის არასტაბილურობა და სხვ.

ბიზნეს გაერთიანება GEA სისტემატურად აწყობს შეხვედრებს წევრ კომპანიებსა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის, რომლებზეც განიხილება პრობლემატური საკითხები სამინისტროებისა და სხვა საჯარო უწყებების დონეზე.