employer.ge logo

კორპორატიული ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების თემაზე

date2016-09-25

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრში 2016 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა კორპორატიული ტრენინგი „რომპეტროლის“ თანამშროლმებითვის თემაზე „სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა კომპანიში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციების და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა.

აღნიშნული სისტემის გამოყენება კომპანია „რომპეტროლის“ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. ამასთან, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და კომპანიის ქონების დაცვას.

ტრენინგის შედეგად კომპანია „რომპეტროლის“ ტექნიკური მენეჯერები და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები შეძლებენ დანერგონ უსაფრთხოების სისტემა კომპანიაში და შეიმუშაონ საევაკუაციო სქემა.

ასევე, ტრენინგის დროს განხიხილეს ყველა ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებაშია და რომლის საფუძველზეც ხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი.

ტენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე სამუშაო ადგილზე პრაქტიკაში განახორციელეს ხანძართან ბრძოლის მეთოდები.

აღსანიშავია, რომ ბიზნეს გაერთიანება GEA კომპანიებს სთავაზობს კორპორტიულ ტრენინგ პროგრამებს, რომლებიც მორგებულია მათ საჭიროებებსა და საკანონმდებლო ნორმებზე.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...