employer.ge logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა საპარტნიორო ფონდთან

date2017-01-25

დასრულებული


2017 წლის 25 იანვარს ბიზნეს სექტორი, კერძოდ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტისბიზნესის დიალოგი მთავრობასთანფარგლებში.

შეხვედრა გახსნეს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ.

შეხვედრას ასევეესწრებოდნენ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია თურმავა, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და სტარტაპ საქართველოს ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის ინფორმირებას საპარტნიორო ფონდის და სტარტაპ საქართველოს მიერ მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ საპარტნიორო ფონდს გადასცა მადლობის სიგელი ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების დაწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ხოლო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიზანია ორგანიზება გაუკეთოს ბიზნეს სეტორისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდებას.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...