employer.ge logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან

date2017-03-16

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბიზნეს სექტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას შორის.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, რომ კერძო სექტორს უშუალოდ მინისტრისგან მიეღო ინფორმაცია ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული იმ ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია და ეტაპობრივად ხორციელდება სამინისტროს მიერ.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დისკუსიის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა სამინისტროს მხარეს აცნობეს მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებზე.

შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან აღსანიშნავია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებში წახალისების მიმართულება; საექსპორტო პოტენციალი და მის გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები; საერთაშორისო გადაზიდვების სექტორში ლარში ფასდადების აუცილებლობის საკითხი; მცირე მეწარმის დაბეგვრის ზედა ზღვრის დაწესება და ა.შ.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა, ესწრებოდა 80-მდე კომპანია, სექტორული ბიზნეს ასოციაციები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენო არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე მინისტრის მრჩეველი მაია გიორგაძე.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სისტემატურად მართავს წევრი კომპანიებისთვის, რათა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...