employer.ge logo

დუალური პროფესიული განათლების ტრენინგები გაიხსნა

date2018-09-08

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიხსნა დუალური პროფესიული სწავლების ხუთდღიანი ტრენინგი ბიზნეს სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით - „სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით უპრეცედენტოა, რადგან მასში მონაწილეობს ბიზნეს სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა თავიანთ სამუშაო ადგილებზე (სკოლა, კოლეჯი, საწარმო) დუალური განათლების პროცესების წარმართვის შესაბამისად გარემოს მოწყობისთვის. ამასთან, გადამზადებული ინსტრუქტორები უნდა გაუძღვნენ დუალური განათლების პროცესებს სამუშო ადგილზე, იყვნენ ორიენტირებული საჭიროებებზე და მაღალკვალიფიციურ დონეზე უხელმძღვანელონ ტრენინგებს კომპანიებში.

მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას დუალური პროფესიული განათლების გერმანული პრაქტიკის შესახებ ქართულ სისტემასთან პარალელურ და შედარებით რეჟიმში.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ და გერმანელი ექსპერტმა დირკ რონეკემ.

ტრენინგები პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ფინანსდება და მას საქართველოში 2016 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებაა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...