employer.ge logo

კონფერენცია შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

date2018-10-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) ეგიდითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია თემაზე: „შრომის უსაფრთხოების არსებული პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა შრომის პოლიტიკის არსებული სიტუაციისა და პერსპექტივების შესახებ პოზიციების წარმოდგენას ყველა დაინტერესებული მხარის მიერ. აღნიშნული მიზნის ფარგლებში კონფერენციაზე გაჟღერდა საქართველოს მთავრობის ხედვა შრომის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ. საქართველოს პოფკავშირებმა, თავის მხრივ, წარმოადგინეს პოზიცია და მთავარი პრობლემური საკითხები აღნიშნული საკითხის ირგვლივ. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა წარმოადგინეს მათი მოსაზრებები შრომის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შესახებ. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და ადამაინის უფლებები შრომს უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების ფარგლებში.

კონფერენცაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ და მიმოიხილეს შრომის უსაფრთხოების არსებული პოლიტიკა ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, ქ. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა, ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველი პიერ ვინსენსინმა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების რეგიონალურმა კოორდინატორმა (რეგიონალური ოფისი ILO) ვლადიმერ ჩუროვიჩმა.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა დამსაქმებელთათვის შრომის უსაფრთხოების სერვისების ეფექტური მოდელის შემუშავებასა და ქვეყანაში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშო ნუსხის შემუშავება/შეთანხმებას.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...