employer.ge logo

შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადასამზადებელი გრძელვადიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

date2018-10-01

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადასამზადებელი გრძელვადიანი ტრენინგ კურსი დაიწყო, რომელიც დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჟორჟლიანმა გახსნეს.

აღნიშნული სატრენინგო კურსზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდენ კომპანიები და აძლიერებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

ტრენინგის პირველი მოდული, ეხებოდა პირველად სამედიცინო დახმარებას, რომელის გავლის შედეგად მონაწილეები განივითარებენ პირველადი დახმარებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში შეძლებენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.
ტრენინგს 25 კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრება და მათ შესაბამისი ტესტის გავლის შედეგ გადაეცემათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის (ITC ILO) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) სერტიფიკატი.

ტრენინგი ორთვიანია და მას საერთაშორისო სერთაშორისო კვალიფიკაციის ტრენერები და ექსპერტები უძღვებიან.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...