employer.ge logo

Thouse.ge და საქართველოს დამსაქმებელთა ასოიციაცია ბიზნეს სექტორს ერთობლივ სერვისებს შესთავაზებენ

date2018-11-06

დასრულებული


სწრაფად განვითარებადი სამშენებლო  პროექტების პლატფორმა thouse.ge საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ვებ-გვერდი შეიქმნა სამშენებლო სექტორში ოპერირებადი კომპანიების ერთ სივრცეში თავმოყრის მიზნით. პლატფორმა, რომლის მთავარი ნიშა ბაზარზე ხარისხის სტატუსის შენარჩუნება და დეველოპერებისთვის კომპლექსური სერვისის შეთავაზებაა (კადრების მოძიება, პრუდუქტის რეკლამირება, საკომუნიკაციო სივრცის შექმნა და ა.შ), 2016 წლიდან ყოველდღიურად ძლიერდება.

Thouse.ge და ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია დღეს საქართველოში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის, შრომის უსაფრთხოების, ირგვილივ ერთიანდებიან.

Thouse.ge, რომელიც უკვე ასობით სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიას აერთიანებს, პარტნიორ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ისეთი ინფორმაციით უზრუნველყოფს, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილებები, დაგეგმილი ტრენინგები, კონსულტაციები, აუდიტი, საერთაშორისო სტანდარტები და ა.შ.

აღნიშნული სახის ურთიერთთანამშრომლობა ბიზნეს გაერთიანებასა და სამშენებლო პროექტების პლატფორმას შორის ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორისათვის შრომის უსაფრთხოების თემაზე სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რაც თავის მხრივ ქვეყანაში მიმდინარე უბედური შემთხვევებისგან (ხანძარი, ტრავმები/უბედური შემთხვევები მშენებლობებზე და ა.შ) პრევენციის ერთ-ერთი საშუალება იქნება. 

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...