employer.ge logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები სემეკ-ში დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ

date2018-11-06

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კომისიის მიერ დანერგილი სიახლეებისა და მომსახურების სტანდარტების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს მიერთების მსურველის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მომსახურე კომპანიასთან ერთი კონტაქტით, კერძოდ: მას შემდეგ, რაც მიერთების მსურველი მიმართავს განაწილების ლიცენზიატს „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის შესახებ“ კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმით, ლიცენზიატი ვალდებულია ამ მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოს სრული ტექნოლოგიური ციკლის მომსახურებით და განმცხადებლის რაიმე ფორმით თანამონაწილეობა ამ პროცესში დაუშვებელია.

კომისიის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი მომხმარებლის ერთი კონტაქტით მიერთების მომსახურების სტანდარტზე, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. ასევე, შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ერთი კონტაქტით მიერთების მომსახურების სტანდარტის შესრულების მონიტორინგის მექანიზმებზე.

შეხვედრაზე აღნიშნული თემების ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ და სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა გახსნეს, ესწრებოდნენ კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტის ხემძღვანელი პირები და ბიზნეს სექტორის 60-მდე წარმომადგენელი.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...