employer.ge logo

შრომის ინსპექტორები კომპანიებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმებენ

date2018-11-12

დასრულებული


კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები. პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება.


კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ტრეინინგ ცენტრში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც მთავრობის სოციალური პარტნიორი აქტიურად იყო ჩართული კანონისა და მისი აღსრულების მექანიზმების შემუშავებაში. ასოციაციის პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთოხების ახალ კანონში სრულად არ არის ასახული ბიზნეს სექტორის ინტერესები. „ყველა მხარე ვთანხმდებით, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება უმნიშვნელოვანესია, თუმცა კანონის ამ სახით ამოქმედებაში დამსაქმებელთა ასოციაციას გვაქვს გარკვეული შენიშვნები. ჩვენ ვთავაზობთ სამინისტროს, რომ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა გახადოს პრიორიტეტიული მიმართულება და არა მონიტორინგის გახორციელება. ასოციაცია სამომავლოს გეგმავს სოციალურ პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას, რათა ბიზნეს სექტორისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო აღმოჩნდეს ახალ რეგულაციებზე მორგება“ - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.


საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: 
• უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისიათვის.
• დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; 
• სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; 
• შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირის გამოყოფა; 
• დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა 
კანონის მიხედვით განისაზღვრა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები:
• გაფრთხილება
• ჯარიმა
• სამუშაო პროცესის შეჩერება

ღონისძიებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...