employer.ge logo

„საქართველო-უკრაინას შორის ბიზნეს ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის“

date2018-11-21

დასრულებული


კრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მოწვევით თბილისში იმყოფებოდა. 

ანატოლი კინახის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილი საქართველო-უკრაინის ბიზნეს-საინვესტიციო ფორუმის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს გაცნობა და კონკრეტული ბიზნეს პროექტების დაწყების პერსპექტივების განხილვა უახლოეს მომავალში.

„უკრაინა და საქართველო მეგობარი სახელმწიფოები არიან, რომელთა შორის ურთიერთობები ურთიერთნდობასა და პატივისცემაზეა დამყრებული.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როცა უკრაინა და საქართველო ინტეგრირდებიან ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში, ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. მჯერა, რომ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზნები განხორციელდება და ჩვენი ქვეყნები დასაქმების მსოფლიო სისტემაში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ,“ - განაცხადა ანატოლი კინახმა.

„დიდი ხანია ვამზადებთ ნოემბრის ბიზნესფორუმს . ეს არ იქნება უბრალოდ ფორუმი. ეს იქნება კონკრეტული პროექტების განხილვა და შეჯერება ორივე მხარის პოზიციის. პროექტები ძირითადად იქნება ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან. ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროში უკრაინული ინვესტორების დაინტერესება. საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის, რომელიც სისტემური ხასიათის იქნება დ არა - ერთჯერადი,“ - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

ანატოლი კინახი ვიზიტის ფარგლებში ხანგრძლივი შეხვედრა გამართა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი. სამომავლო ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ სასაუბროდ შეხვედრები გამართა საქპატენტის ხელმძღვანელ პირებთან, საპარტნიორო ფონდის გენერალურ დირექტორთან დავით საგანელიძესთან და ბიზნეს ომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან.

ანატოლი კინახის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სხვადასხვა დროს იგი იკავებდა უკრაინის პრემიერ მინისტრის და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებს, ასევე იყო პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად ლობირებს ბიზნეს სექტორს უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტის რანგში. ამდენად, ანატოლი კინახის სტუმრობა საქართველოში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ბიზნეს და ეკონომიკური წრეებისთვის.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...