employer.ge logo

ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის ოფიციალური ვიზიტი თბილისში

date2019-01-11

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ვილნიუსის სავაჭრო სამრეწველო და ხელოსანთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი საქართველო-ლიეტუვას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი დაესწრო და აღნიშნა, რომ კმაყოფილია ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავების ამგვარი დასაწყისით. „მოხარული ვარ, რომ ლიეტუვა თავის გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების კუთხით. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სხვა ბიზნეს წრეებთან ერთობლივ ღონისძიებებს განვახორციელებთ, რაც თავისთავად გაზრდის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს,“ - განაცხადა ელჩმა.

მხარეების შეფასებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსი დამაკმაყოფილებელი არ არის და უკეთესი შედეგების მისაღწევად ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება. „ჩვენ შევქმნით ე.წ ბიზნეს ხიდს ლიეტუველ და ქართველ მეწარმეებს შორის და გავიზიარებთ იმ გამოცდილებას რაც ამ ქვეყანამ გაიარა ევროკავშირთან ასოცირების პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევეცდებით ლიეტუველი ინვესტორები დავაინტერესოთ იმ ბიზნეს-საინვესტიციო კლიმატით, რაც ჩვენს ქვეყანაი არსებობს“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის ოფიციალური დელეგაცია პრეზიდენტ სიგიტას ლონავიჩუსის ხელმძღვანელობით 5-დღიანი საქმმიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მას დამსაქმებელთა ასოციაცია მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...