employer.ge logo

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენცია

date2019-02-11

დასრულებული


>ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მონაწილეობა მიიღო და მისასალმებელი სიტყვით წარსდგა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდღიან რეგიონალურ კონფერენციაზე, რომლის მიზანსაც პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. კონფერენცია განათლების ევროპული ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 6 ქვეყნის (უკრაინა, ბელარუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლოდვა, ყაზახეთი) 50-მდე დელეგატმა მიიღო.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ აუდიტორიას პროფესიული განათლების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საჭიროებები შესახებ ბიზნეს სექტორის ხედვა და სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების მიმართულებით ასოციაციის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. ყურადღება გაამახვილა წარმოებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების სფეროში პროფესიული განათლების მქონე ადამიანური რესურსის მნიშვნელობაზე და  აღნიშნა, რომ პროფესიული კადრების განვითარების საკითხი დამსაქმებელთა ასოციაციისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს. კონფერენციის მსვლელობისას, თითოელი ქვეყნის მხრიდან, გაკეთდა პრეზენტაციები, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების კუთხით განხორცილებულ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების, მიღწეული შედეგებისა და პროგრესის გაზიარებას ისახავდა მიზნად. განისაზღვრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...