employer.ge logo

ბიზნეს სექტორი EBRD-ის ახალ პროექტს - Trade Ready გაეცნო

date2019-03-21

დასრულებული


ქართული კომპანიების წინაშე მდგარი ორი ძირითადი გამოწვევის - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაზე, საპასუხოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ახალი პროექტი Trade Ready შეიმუშავა.

აღნიშნული პროექტის მიზნების, მასში ჩართულობის შესაძლებლობებისა და ბენეფიციარების სარგებლის შესახებ  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს ინფორმაცია ევრობანკის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა  სევერიან ღვინეფაძემ და ევრობანკის Trade Ready წარმომადგენელი საქართველოში ქეთი სიდამონიძე გააცნეს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მრავალი წელია EBRD-თან თანამშრომლობს იმ მიზნით, რომ წევრი კომპანიები აქტიურად ჩაერთნენ მათ მიერ გახორციელებულ პროექტებში. აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა ჩვენ წევრ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება და ბიზნეს კონსულტაციები. დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს დაეხმარება, რომ გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა პროექტში ჩართვის გზით,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
შეხვედრა, რომელსაც 60-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი და EBRD-ის პარტნიორი ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...