employer.ge logo

„დასაქმების პრობლემა არ მოგვარდება მანამ, სანამ პროფესიული განათლებას არ დაეთმობა სათანადო ყურადღება“ - ელგუჯა მელაძე

date2019-04-17

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ ორგანიზებითა და გერმანიის მთავრობის (BMZ) ხელშეწყობით  ე.წ პროფესიული სიმულაციური სახლის (VET House) პრეზენტაციას გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში 2017 წელს შექმნა პროფესიული ორიენტაციის გერმანიაში დანერგილი მეთოდის ანალოგი, ე.წ. პროფესიული სიმულაციური სახლი (VET House), რომელიც სამშენებლო პროფესიების პოპულარიზებას ემსახურება. სიმულაციური სახლი, რომელმაც გასულ წელს 26 სკოლას ესტუმრა და დიდი ინტერესი გამოიწვია  საზოგადოებაში  კოლეჯ „სპექტრთან“ ერთად განახლდა. სიმულაციური სახლი ათამდე სამშენებლო პროფესიის სიმულირების საშუალებას აძლევს სკოლის და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს.

„სიმულაციური სახლი გახლავთ გერმანული ბრენდი, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და გერმანელ პარტნიორებთან ერთად შევქმენით. პროფესიული სიმულაციური სახლი იმოგზაურებს მთელ საქართველოში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს მის მშენებლობაში და უშუალოდ გაეცნოს სამშენებლო სექტორის 10 პროფესიას,“ - მათე ტაკიძე საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“  დირექტორი.

 „გერმანული პრაქტიკის გადმოტანას და დანერგვას შესაბამისი ბაზისი სჭირდება, რომელიც კოლეჯ „სპექტრში“ დავინახეთ, სწორედ ამიტომ დავიწყეთ პროფესიული განათლების პოპულარიზება და ხელშეწყობა სწორედ აქედან. ძალიან ბევრს საუბრობენ ქვეყანაში დასაქმებაზე, ეს პრობლემა არ მოგვარდება მანამ, სანამ პროფესიული განათლებას არ დაეთმობა სათანადო ყურადღება. პროფესიები განახლებადია და ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს სასწავლო მოდულების განახლება, რათა მომზადდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი კადრები. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ბიზნეს სექტორის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სახით და პროფესიული სასწავლებლების მსგავსი პროექტების ფარგლებში გაერთიანება,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

პრეზენტაციაზე  მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ განათლებისა და ხარისხის მიმართულებითკოლეჯის „სპექტრი“ მრჩეველი და საერთაშორისო ექსპერტი ლუტც შმიდტი და პროფესიული განათლბისა და სწავლების პროექტის გრძელვადიანი ექსპერტი მარიო რადომსკი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და კოლეჯმა „სპექტრი“ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სიმულაციური მოდულის ერთობლივ პოპულარიზაციას სამშენებლო პროფესიების წასახალისებლად ახალგაზრდებში და სხვა ერთობლივ აქტივობებს პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად საზოგადოებაში.

სიმულაციური სახლის პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...