employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაცია წევრი კომპანიების 25 წარმომადგენელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ტრენერებად გადაამზადებს

date2019-04-24

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო  ორგანიზაციის  (ILO/DANIDA) ეგიდით კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის (CSR/RBC) შესახებ ტრენინგი გაიხსნა. ღონისძიებაზე უახლოეს მომავალში დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების 25 წარმომადგენლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ტრენერებად გადამზადება დაანონსდა. ამის მიზეზად კი ბიზნეს წრეებში საკითხისადმი მზარდი მოთხოვნა და ინტერესი დასახელდა. დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის (ITCILO) მხარდაჭერით განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.

         „ორდღიანი ტრენინგი ხელს შეუწყობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისებას დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებში, თავად ასოციაციის შიდა პოლიტიკისა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას ამ მიმართულებით და ზოგადად ბიზნეს სექტორში ცნობიერების ამაღლებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ  საკითხი დამსაქმებელთა ასოციაციისთვის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გაერთიანებისთვის,  მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა (CSR/RBC) ხელს უწყობს მდგრად განვითარებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით,“ - ელენე მახარაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

      ღონისძიება სოციალურმა პარტნიორებმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, პროფესიული კავშირების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა ეთერი მათურელმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარიამ ჯაჯანიძემ და ILO-ს რეგიონული ოფისის დამსაქმებელთა უფროსი სპეციალისტი ვლადიმერ ჩუროვიჩმა გახსნეს. გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ირმა დაუშვილმა საკუთარი კომპანიის გამოცდილება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ბიზნეს სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს პრეზენტაციის სახით გაუზიარა.

         ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...