employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაცია გერმანულ-ქართული პროფესიული განათლების დღეებში მონაწილეობდა

date2019-06-15

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო 15-16 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე - „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“.

მასშტაბური ღონისძიების მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ. ღონისძიება - „უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგებოდა: დარგობრივი კონფერენცია Expert to Expert talks, სახალხო ღონისძიება და Skills4Georgia talks. 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე მოდერატორის სტატუსით უძღვებოდა სამუშაო ჯგუფებს, რომლებშიც კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში განიხილებოდა.

ამასთან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ასოციაციის მიერ 2016 წლიდან დღემდე მიმდინარე პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტითს შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ასევე,  საზგადოებრივ კოლეჯ სპექტრთან ერთად წარმოადგინა ე.წ პროფესიული სიმულაციური სახლი (კონსტრუქტორი სახლი),  რომელიც კონკრეტული დარგის სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ სამშენებლო პროფესიებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ააშენეს.

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს და საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპულიკის საელჩოს მხარდაჭერით გახორციელდა. 

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...