employer.ge logo

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები გადაეცთ

date2019-07-17

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი კიდევ 80-მდე მონაწილემ დაასრულა.


სერტიფიკატის მოპოვებამდე დამწყებმა და მოქმედმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა 130 საათიანი კურსი თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს.


შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასწავლო პროგრამა, რომელსაც დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს სრულად აკმაყოფილებს, ერთი მხრივ, შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს სამუშაო ადგილებზე.


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროგრამას 2018 წლის დეკემბრიდან ახორციელებს და ამ ეტაპისთვის სერტიფიცირებული ჰყავს 400-ზე მეტი სპეციალისტი.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე ვრცელდება და ობიექტების შემოწმება შრომის ინსპექტორებს წინასწარი ნებართვის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ. ამასთან ბიზნეს სექტორი ვალდებული იქნება, რომ სამუშაო ადგილზე ისეთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს, რომელსაც გავლილი აქვთ ზემოთ აღნიშნული აკრედიტებული პროგრამა და ფლობს სერტიფიკატს (ის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანება).


დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელ აკრედიტებულ კურსებს 2019 წლის 26 აგვისტოდან განაახლებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 18 წლის ზემოთ შეუძლია ახალ კურსზე დარეგისტრირება და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მომზადება.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...