employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ ბიზნესთან დისტანციური შეხვედრები დაიწყო

date2020-05-01

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისტანციურ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომპანიების საქმიანობის პროცესში არსებულ შეზღუდვებს და შრომით ურთიერთობებს, 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა, კომპანიებისთვის არსებული რეგულაციები; საგანგებო მდგომარეობაში წამოჭრილ სამართლებრივი პრობლემები;  შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის, შეჩერების შესაძლებლობები; უხელფასო შვებულებისა და შრომით საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები; სახელმწიფოს მიერ დაანონსებული შეღავათები; ფორსმაჟორის პირობებში ბიზნესის სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას და პოსტ კრიზისულ პერიოდში ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან და სხვ.

„დამსაქმებელთა ასოციაციაში უკანასკნელი კვირების განმავლობაში თავი მოიყარა უამრავმა პრობლემურმა, ბუნდოვანმა და გადაუწყვეტელმა საკითხმა ბიზნეს სექტორის მხრიდან, რომლის საპასუხოდაც დავგეგმეთ დისტანციური შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ციკლი. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორი დავაკავშიროთ სფეროს ექსპერტებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან პირდაპირი, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ თემის ირგვლივ, რომელიც მათ ამ პერიოდში დღის წესრიგში დაუდგათ. მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორისგან ვხედავთ მზაობას, კანონის ფარგლებში შეინარჩუნონ ბიზნესის  მდგრადობა და მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსების დანაკარგით გამოვიდნენ კრიზირული პერიოდიდან,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია უძღვებოდნენ.

უახლოეს დღეებში მომდევნო შეხვედრა დაანონსდება და მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...