employer.ge logo

ბიზნეს სექტორი სურსათის ეტიკეტირების წესში დაგეგმილ სიახლეებს გაეცნო

date2022-04-06

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დაინტერესებული კომპანიების ინფორმირება სურსათის ეტიკეტირების მოქმედ წესში (საქართველოს მთავრობის #301 დადგენილება) დაგეგმილი ცვილილებების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, რის შემდეგაც მეწარმეები ვალდებულნი იქნებიან ეტიკეტზე დაიტანონ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის, საკვები ღირებულებისა და შენახვის პირობების შესახებ.

ბიზნეს სექტორი მთავრობის 301-ე დადგენილებას დროულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამით როგორც მომხმარებლების, ისე მეწარმეების უფლებებიც დაცული იქნება.

თემის მასშტაბურობისა და ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რომელთა  ბიზნეს ოპერატორებს კანონის ამოქმედების შემდეგ მოუწევთ, უახლოეს მომავალში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართება სექტორული შეხვედრები სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრა, რომელსაც 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, გახსნეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ.

ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...