employer.ge logo

ს.ს. მინასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შეხვედრა გაიმართა

date2022-05-31

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ს.ს. „მინას“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების საპასუხო ღონისძიებების გატარება საწარმოსა და სასწავლებელს შორის კომუნიკაციის გაძლიერებით.

შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც კომპანია საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების შესაძლებლობას მისცემს სტუდენებს. აღნიშნული გამოცდილება დაეხმარება, ერთი მხრივ, სტუდენტებს, რომ წავლის დასასრულს პრაქტიკული გამოცდილებით შევიდნენ შრომის ბაზარზე, მეორე მხრივ, კერძო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების არსებობა ქვეყანაში.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნიურ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...