logo

დაინტერესებულმა მხარეებმა უბედური შემთხვევებისგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მზად არის ითანამშრომლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბიზნეს გაერთიანებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან იმ მიმართულებით, რომ კანონი, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება დასაქმებულთა უბედური შემთხვევებისგან დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ, ბიზნეს სექტორისთვის მაქსიმალურად ნაკლები წნეხის მომტანი იყოს,“- ამის შესახებ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე უძღვებოდნენ, ბიზნეს ასოციაციები, სადაზღვევო კომპანიები და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის საკითხზე იმსჯელეს და მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.