საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში 2017 წელს შექმნა პროფესიული ორიენტაციის გერმანიაში დანერგილი მეთოდის ანალოგი, ე.წ. პროფესიული სიმულაციური სახლი (VET House), რომელიც სამშენებლო პროფესიების პოპულარიზებას ემსახურება. სიმულაციური სახლი, რომელმაც გასულ წელს 26 სკოლას ესტუმრა და დიდი დაინტერესება გამოიწვია დაინტერესებულ მხარეებში, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრთან“ ერთად განახლდა. სიმულაციურ სახლი ათამდე სამშენებლო პროფესიის სიმულირების საშუალებას აძლევს სკოლის და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და კოლეჯმა „სპექტრი“ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სიმულაციური მოდულის ერთობლივ პოპულარიზაციას სამშენებლო პროფესიების წასახალისებლად ახალგაზრდებში და სხვა ერთობლივ აქტივობებს პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად საზოგადოებაში.
სიმულაციური სახლის პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ გაიმართება.