logo

დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფკავშირების გაერთიანება შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების შესახებ დისკუსიას გამართავენ

         

    12 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ სოციალურ პარტნიორებს - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხებისა და მხარეების ინიციატივების შესახებ დისკუსია გაიმართება, რომლის მიზანი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმებების მიღწევაა.

             შეხვედრის  შემდგომ მხარეები საზოგადოებას, ხელისუფლებას  და სამმხრივ კომისიას გააცნობენ მიღწეულ შეთანხმებას  შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.

             შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართვლოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ასოციაციის წევრი კომპანიების  და დარგობრივი პროფკავშირების წარმოამდგენლები.  შეხვედრის ბოლოს მხარეები გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას მიღწეული შეთანხმებისა  და  მომავალში ერთობლივად გასნახილველი საქმეების შესახებ.

            

მისამართი: თბილისი, თელავის ქ. #20

 

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მობ.: +995 598 544 415

ელ-ფოსტა: pr@employer.ge