logo

დამსაქმებელთა ასოციაცია კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოიაციასთან თანამშომლობას იწყებს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორნდუმი გაფორმდა.

მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის; რაც გულისხმობს შრომის ბაზრის ერთობლივ მიზნობრივ კვლევას; საკანონმდებლო ინიციატივების პროცესში ურთიერთჩართულობას;  ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების კურსდამამთავრებელთა სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებაში დახმარების გაწევას; საგრანტო პროექტებში თანამონაწილეობას; საერთაშორისო პარტნიორების ქსელის გაფართოების საქმეში ხელშეწყობას; ზრდასრულთა განათლების მიმართულებით ერთობლივი ტრეინინგების ორგანიზებას; პროფორიენტაციის მოდულ-კურსების საპილოტე რეჟიმში განხორციელებას ასოციაციის საბაზისო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში; დროის გამოწვევების შესაბამისად დეფიციტურ პროცესებში საავტორო აკადემიური პროგრამების ერთობლივად შემუშავება და აკრედიტაციას;

შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით გამოწვეული პრობლემების აქტუალურობის გათვალისწინებით ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან. დამსაქმებელთა ასოციაციის პოლიტიკა მიზნად ისახავს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნეს სექტორის სასწავლო დაწესებულებეთან დაახლოებას, როგორც პროფესიული ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით.