logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ და მედიატორთა ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

 

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია  შრომითი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა და პოპულარიზაცია საქართველოში.

მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა, პროექტების, ტრენინგების/სემინარების და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.

საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით დავებზე მედიაცია, ვინაიდან გაჭიანურებული სასამართლო დავები აზარალებს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით გააქტიურდა პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე თანამშრომელთა შემცირებების გამო გაზრდილია სასამართლოში მიმართვიანობა შრომით დავებზე. შესაბამისად, მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერება და პოპულარიზება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დავების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილიმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.