logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) უახლესი სისტემა დანერგა

           CRM პროგრამა

           ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) უახლესი სისტემა დანერგა        , რომელიც ეფექტური იარაღია კერძო სექტორის შესახებ მონაცემების ანალიზის საფუძველზე მაქსიმალურად ეფექტური სერვისების შემუშავებისა და მიწოდებისთვის.

             „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს წევრებთან და ზოგადად ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციის, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, დიფერენციაციის საშუალებას მოგვცემს CRM-ის აღნიშნული პროგრამა. პროგრამის მეშვეობით განვსაზღვრავთ ბიზნეს სექტორში არსებულ საჭიროებებს და შევთავაზებთ მათთვის სასურველ სერვისებს. ასევე, გავამატივებთ ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში ხორციელდება. ეს არის ყველაზე თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო დონეზე, რომელიც საშულებას მოგვცემს ჩვენს წევრ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, გრძელვადიანი და მაქსიმალურ შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობები დავამყაროთ,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

             3-6 დეკემბერს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ თანამშრომლებისთვის CRM-ის პროგრამის შესახებ ინტენსიური ტრენინგები მიმდინარეობდა, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ტრენერები და ექსპერტები უძღვებოდნენ.