logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ წევრი კომპანიებისთვის შრომითი ურთიერთობების საკითხებზე ტრენინგები გაიმართა

             დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) პროექტის მხარდაჭერით წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: „შესაძლებლობათა ზრდა სოციალური დიალოგისა და შრომითი ურთიერთობების მიმართულებით.”

             ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიცაა სოციალური პარტნიორობა, შრომითი ურთიერთობის გამოწვევები, სოციალური დიალოგის მეშვეობით, დავათა გადაწყვეტა, პრევენცია, გადაწყვეტის მექანიზმები, შრომის უსაფრთხოება და სხვ.

             „მოხარული ვართ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ხარდაჭერით ჩვენს წევრ კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ ისეთი აქტუალური თემატიკის შესახებ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებში, როგორიცაა შრომის კანონმდებლობა, საერთაშორისო და ლოკალური სასამართლო პრაქტიკა და აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ დედაქალაქის წარმომადგენელი, ისე რეგიონის კომპანიები იღებენ მონაწილეობას. სამომავლოდ ვგეგმავთ, სექტორულ და რეგიონულ ჭრილში შრომითი ურთიერთობების საკითხებზე ტრენინგების ორგანიზებას,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

             სემინარი წინანდალში, სასტუმრო Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia-ში გაიმართა და მასში 25 კომპანიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

             ტრენინგი პროექტის - (ILO/Danida) ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ფარგლებში გახორციელდა.