logo

დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ალტერბრიჯს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაცია და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება საქართველოს უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებული იქნება დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა მათი შემდგომი კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონია 15 თებერვალს ,,ალტერბრიჯში” გამართულ საერთაშორისო ფორუმის ,,ტრანსფორმაციული განათლების პერსპექტივები” ფარგლებში გაიმართა.