logo

დამსაქმებელთა ასოციაციასა და თუიაფ ჯორჯიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორმა თუიაფ ჯორჯიამ (TÜYAP Georgia) სისტემური თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად, ინფორმაციის გაცვლის და კოორდინირებული მუშაობის გასაძლიერებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ბიზნეს სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს ეფუძნება.


აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა აიღეს ინფორმაციის სისტემატური ურთიერთგაცვლისა და დაგეგმილი გამოფენების შესახებ ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

შედეგად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან თუიაფ ჯორჯიას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებში, რაც მათ საშუალებას მისცემთ გააფართოვონ საქმიანობის არეალი.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და თუიაფ ჯორჯია სამომავლოდ ერთბლივი ღონისძიებების ორგანიზებასაც გეგმავენ.