logo

დამსაქმებელთა ასოციაციაში არათანაბარი ანაზღაურებისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შესახებ საერთაშორისო მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელებენ

         

            10 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) მხარდაჭერით: საერთაშორისო მრგვალი მაგიდა: „არათანაბარი ანაზღაურება და სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები სამუშაო ადგილზე“ - “გენდერული უთანასწორობის გამოწვევები საქართველოში - დამსაქმებელთა ასპექტები”, - გაიმართება.

             ღონისძიებას გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა უფროსი სპეციალისტი (სუბ-რეგიონალური ოფისი, ILO) ვლადიმერ ჩუროვიჩი, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) წარმომადგენელი ტინა მორინი და  ქალ მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირმა დაუშვილი.

             დაგეგმილი საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მიზანია სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართოს მსჯელობა ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიცაა არათანაბარი ანაზღაურება და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე. კერძოდ, ღონისძიებაზე გაკეთდება მოხსენებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების ირგვლივ.

             ასევე, მოწვეული სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან - დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE), მონტენეგროს დამსაქმებელთა ფედერაცია, გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივა Equal Pay International Coalition (EPIC) და მდგრადი განვითარების მიზანი 8.5., იმსჯელებენ და წარმოადგენენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს, ინიციატივებს და ა.შ.

          მხარეებს შორის მოსაზრებების გაზიარების შედეგად საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს გაერთიანება და სოციალური პარტნიორი გეგმავს აქტიურ ღონისძიებებს ზემოაღნიშნულ თემასთან მიმართებაში და ასევე, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც გაზიარდება ეროვნულ დონეზე და დაინერგება წევრ კომპანიათა შორის.

             ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

             მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მიონის ბიზნეს ცენტრი, მე-3 სართული      

             საკონტაქტო პირი: ცირა იობაშვილი, მობ: 598 544 415, ელ-ფოსტა: pr@employer.ge