logo

დამსაქმებელთა ასოციაციაში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის შესახებ იმსჯელებენ

16 მაისს, 10:00 საათზე,  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო  ორგანიზაციის  (ILO/DANIDA) ეგიდით სოციალური პარტნიორები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის CSR/RBC წახალისების შესახებ იმსჯელებენ.

„ღონისძიებაზე ბიზნეს სექტორი, პროფესიული კავშირების გაერთიანება, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებულმა პირები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის როლი კომპანიაში, არსებული მდგომარეობა საქართველოში, არამატერიალური აქტივების ზრდა, ბრენდი და რეპუტაცია, კომპანიათა კარგი და ცუდი პრაქტიკა, სტრატეგია და კომუნიკაცია, ასოციაციის როლი და ა.შ. მსჯელობის საკითხები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა (CSR/RBC) ხელს უწყობს მდგრად განვითარებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრი კომპანიების დაახლოებით 25 წარმომადგენელს გადაამზადებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ტრენერებად, რათა ბიზნეს წრეებში აღნიშნული თემების პოპულარობა გაიზარდოს,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანება თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ILO-ს რეგიონული ოფისის დამსაქმებელთა უფროსი სპეციალისტი ვლადიმერ ჩუროვიჩი.

ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

ტელ.: 598 544 415

ელ-ფოსტა: pr@employer.ge