logo

დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები მომზადდნენ

 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი დაასრულეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას 2018 წლის დეკემბრიდან ახორციელებს და ამ ეტაპისთვის სერტიფიცირებული ჰყავს 400-ზე მეტი სპეციალისტი.

„შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ცოდნა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების არ არსებობა შრომის ბაზარზე. სწორედ, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ამ სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნას უზიარებს კომპანიებს კონსულტაციების, აუდიტების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ამასთან, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სწავლებას შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული მოდულებით, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე ვრცელდება და ობიექტების შემოწმება შრომის ინსპექტორებს წინასწარი ნებართვის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ. ამასთან ბიზნეს სექტორი ვალდებული იქნება, რომ ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს.