logo

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების არდას პროექტებს გაეცნენ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით მორიგი დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წევრმა კომპანიებმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხანიშვილისგან.


„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა საქმიანობის გაფართოების მსურველ კომპანიებს საშუალება მისცეს საგრანტო კონკურსებსა, თუ სხვა პროექტებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში მარტივად დაუკავშირდნენ კომპეტენტურ პირებს. სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთანაც იგეგმება და უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.


შეხვედრის მონაწილე კომპანიების უმრავლესობამ გამოხატა მზაობა და ინტერესი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პროექტები ჩართვისთვის.