logo

დავით სონღულაშვილთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა ელგუჯა მელაძემ, ლაშა ლაბაძემ და შალვა ცხაკაიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით სონღულაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში პარლამენტის წარმომადგენლები დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
თავის მხრივ, ბ-ნმა დავითმა მზაობა გამოხატა აქტიური თანამშრომლობისთვის.