logo

დღგ-ის კარში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები

საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით ცვლილებები შევიდა  საგადასახადო კოდექსში და  დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები ჩამოყალიბდა სრულად  ახალი რედაქციით, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაშია.

აღნიშნული საკითხის შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირების მიზნით, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე „დღგ-ის კარში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები." (ვებინარის თემატიკა)

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

ვებინარს უძღვებოდა გელა ბარშოვი საკონსულტაციო კომპანია „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი და საგადასახადო კონსულტანტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დღგ-ის კარში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში. 

ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორის ინფორმირების მიზნით საგადასახადო საკითხების შესახებ შეხვედრებსა და ვებინარებს უახლოეს მომავალში კვლავ გამართავს.