logo

ეკონომიკური საქმიანობა

COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტს მიღებული N181 და 2020 წლის  1 აპრილს მიღებული N211 დადგენილებების მიხედვით განისაზღვრა სექტორების ნუსხა, რომლის შესაბამის კომპანიებს/მეწარმე სუბიექტებს უფლება აქვთ განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა, ან მოიპოვონ სპეციალური, ინდივიდუალური ნებართვა საქმიანობის გასაგრძელებლად.

საქმიანობის გაგრძელებისთვის კომპანიებმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების და საშუალებების არსებობაზე. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომპანიებს, რომელსაც სურთ, მოიპოვონ საქმიანობის უფლება უნდა აკმაყოფილებდნენ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებებს.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წესების და რეკომენდაციების დარღვევა, კომპანიაზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შეთავაზება

ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი საქმიანობის და მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა შუამდგომლობის პაკეტი კომპანიებისთვის, რომლებიც  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში სურთ, მოიპოვონ ინდივიდუალური ნებართვა.

შემუშავებული მომსახურების პაკეტის ფარგლებში დამსაქმებელთა ასოციაცია იღებს პასუხისმგებლობას  კომპანიებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, რაც თავის მხრივ გარანტია გახდება ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილებვისთვის. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებით დამსაქმებელი მინიმუმამდე დაიყვანს სამუშაო ადგილზე კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების რისკს დასაქმებულებს შორის.

 

 

შეთავაზება მოიცავს:

ადმინისტრაციული მხარდაჭერა

 

უსაფრთხოების ღონისძებები:

უზრუნველვყოფთ ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელსაც მოითხოვს სახელმწიფო მეწარმე სუბიექტებისგან იმისთვის, რომ კომპანიებმა შეუფერხებლად განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა

ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის (საგანგებო სიტუაციების გეგმა) შემუშავება და დანერგვა კომპანიაში, რომელიც დაგეხმარებათ COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში. კერძოდ:

 

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად კომპანიის ზომის და სამუშაო მოცულობის გათვალისწინებით.

 

მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106  

მობ.: 514 088 888,   514 077 777

ელ-ფოსტა: pr@employer.ge

www.employer.ge

 

 ჩამოტვირთეთ ბროშურა