logo

გაიმართა ტრენინგი თემაზე: ელექტრონული კომერცია - შესაძლებლობა თქვენი ბიზნესისთვის

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე „ელექტრონული კომერცია - შესაძლებლობა თქვენი ბიზნესისთვის." 

ორდღიანი ტრენინგი მიზნად ისახავდა პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას ონლაინ ბიზნესის სწორად დაგეგმვის, შექმნისა და განვითარებისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ელექტრონული კომერციის სფეროში. მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული ვაჭრობის უპირატესობების, კლასიფიკაციებზე, პროდაქტ მარკეტინგზე, კომერციულ სტრატეგიებსა და ბიზნეს პროცესებზე, რომელიც შემდგომში შეუქმნის მათ მყარ საფუძვლებს სხვადასხვა ონლაინ ბიზნეს მოდელებში გამოსაყენებლად.

ტრენინგს უძღვებოდა პროფესიონალი ტრენერი ელექტრონულ კომერციაში, IT პროექტების მენეჯმენტსა და ციფრული მეწარმეობაში, კრეატიული პროექტის მენეჯერი, საერთაშორისო, საგანმანათლებლო და პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებში თორნიკე ჯობავა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია უახლოეს მომავალში ბიზნეს სექტორს შესთავაზებს მსგავსი ტიპის ტრენინგებსა და სემინარებს, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრების განვითარების ტენდენციებს აუწყოს ფეხი.