გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდება
მარტს, 10:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა მიზნად ისახავს სამინისტროს მიერ ბიზნეს სექტორის ინფორმირებას 2019 წელს დაგეგმილი აქტივობებისა და პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მხრიდან პრეზენტაცია გაკეთდება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების, ექსპორტის პოტენციალის, ეკონომიკაზე რეგულაციების გავლენის, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების და უცხოური ინვესტიციების დინამიკის შესახებ.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღონ პასუხები მათთვის პრობლემურ საკითხებზე.
შეხვედრა, რომელსაც 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, თბილისი მერიოტის საკონფერნციო დარბაზში გაიმართება.